TicketFlow

წესები

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 17 ნოემბერი, 2026

თუ ღონისძიება გაუქმდა

თუ ორგანიზატორი ღონისძიებას აუქმებს, ყველა მყიდველს ვუბრუნებთ ბილეთის სრულ ღირებულებას 14 სამუშაო დღეში, იმ ანგარიშზე, საიდანაც გადარიცხვა მოხდა.

თუ შეიცვალა თარიღი ან ადგილი

ბილეთი ძალაში რჩება ახალ თარიღზე ან ადგილზე. თუ ახალი პირობები არ გაწყობს, თანხის დაბრუნება შეგიძლია მოითხოვო ცვლილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

თუ შენ გადაიფიქრე

არასწორი გადარიცხვა

თუ გადარიცხე არასწორი თანხა, ვადაგასულ შეკვეთაზე ან დანიშნულებაში შეკვეთის კოდის გარეშე, ბილეთი ავტომატურად არ გაიცემა. დაგვიკავშირდი: ან დაგიდასტურებთ ბილეთს, ან თანხას 14 სამუშაო დღეში დაგიბრუნებთ.

რა ხდება დაბრუნების შემდეგ

თანხის დაბრუნებისთანავე შეკვეთის ყველა QR კოდი უქმდება და შესასვლელში აღარ იმუშავებს.

როგორ მოვითხოვო

მოგვწერე იმ ელფოსტიდან, რომლითაც ბილეთი იყიდე. მიუთითე შეკვეთის კოდი (TF-...) და ანგარიშის ნომერი (IBAN), რომელზეც თანხა უნდა დავაბრუნოთ.

ელფოსტა: იტვირთება…

მთავარ გვერდზე დაბრუნება